სპინინგი

სპინინგ ვარჯიშების კლასები თბილისში

სპინინგი მაღალი ინტენსივობის კარდიო ვარჯიშია, რომელიც სპეციალურ სტაციონარულ ველო-ტრენაჟორზე სრულდება. აქტივობის დროს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იწვება კალორია, რის გამოც მას ხშირად მიმართავენ წონის კორექციისთვის. გარდა ამისა, ვარჯიშისას აქტიურდება ყველა კუნთი, შედეგად, კალორიების წვის პარალელურად, სპინინგი იდეალურია სხეულის გაძლიერებისთვის და ტონუსში მოსაყვანად.

როგორც წესი, სესია მოიცავს სხვადასხვა ინტენსივობის მონაკვეთებს, რაც ვარჯიშს უფრო მრავალფეროვანსა და სახალისოს ხდის. სწორედ მაღალი და დაბალი ინტენსივობის დატვირთვის მონაცვლეობა განაპირობებს კალორიებისა და ცხიმის ეფექტიან წვას. 

ვარჯიშის დაწყებამდე მნიშვნელოვანია გახურება (warm-up), რა დროსაც სხეული უნდა შემზადდეს ინტენსიური დატვირთვისთვის. მის დასკვნით ნაწილში კი გარკვეული დრო ეთმობა სხეულის „გაგრილებას“ (cool-down). ამ დროს მოძრაობების ინტენსივობა მცირდება და პულსი უბრუნდება ნორმალურ მაჩვენებელს.

Reform - მწვანე ფონი

სპინინგის ვარჯიშის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი მუსიკაა. როგორც წესი, სესიების დროს გამოიყენება ენერგიული, რიტმული კომპოზიციები, რომლებიც განსაზღვრავს პედლების ტრიალის სიჩქარეს. შედარებით ნელი მუსიკა გამოიყენება გახურების, „გაგრილებისა“ და სხვა უფრო დაბალინტენსიური მონაკვეთების დროს, ხოლო სწრაფი რიტმი მიზანშეწონილია სპრინტებისა და ინტენსიური მონაკვეთებისთვის. გარდა ამისა, მუსიკა ქმნის ძლიერ ემოციურ ფონს, რაც მოვარჯიშეს ეხმარება პროცესში უკეთ ჩართვასა და ენერგიის დიდხანს შენარჩუნებაში. 

თუკი ენერგიული მუსიკისა და ვარჯიშის კომბინაცია განსაკუთრებით გხიბლავთ, ასევე, შეგიძლიათ სცადოთ ზუმბა და აერობიკა, რომელთა ჯგუფური გაკვეთილები „რეფორმის“ სხვადასხვა ფილიალში ტარდება. ორივე მათგანი, სპინინგის მსგავსად, ხელს უწყობს წონის კორექციასა და ამაღლებს განწყობას.

ფიტნესკლუბ „რეფორმაში“ სპინინგის ჯგუფურ გაკვეთილებს უძღვებიან გამოცდილი ინსტრუქტორები, რომლებიც არეგულირებენ ვარჯიშის მსვლელობას – განსაზღვრავენ ტემპს, დატვირთვის დონესა და ინტენსივობას. სწორად დაგეგმილი სესია აერთიანებს კარდიოსა და ძალისმიერ ელემენტებს, რაც ხელს უწყობს არამხოლოდ კალორიების დახარჯვას, არამედ სხეულის გაძლიერებას. 

სპინინგის სარგებელი

  • ზრდის გამძლეობას – ინტენსიური კარდიო დატვირთვა აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და ზრდის ენერგიის დონეს.
  • ინტენსიურად წვავს კალორიებს – მაღალი ინტენსივობის გამო, ორგანიზმი სწრაფად ხარჯავს ენერგიას, რაც ხელს უწყობს წონის კლებას.
  • აძლიერებს ქვედა ტანის კუნთებს – ვარჯიშის დროს ძირითადად აქტიურდება ფეხებისა და მუცლის კუნთები, თუმცა სწორად დაგეგმილი სესიების დროს, იტვირთება სხეულის სხვა კუნთებიც. 
  • ამცირებს სტრესს და ამაღლებს განწყობას – ენერგიული მუსიკა და აქტიური მოძრაობები ხელს უწყობს ენდორფინების გამოყოფას, რაც დადებითად მოქმედებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. 

ფიტნესკლუბ „რეფორმაში“ სპინინგის გაკვეთილები ტარდება თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილ სივრცეში. ჩვენი პროფესიონალი ინსტრუქტორები დაგეხმარებიან სწორი ტექნიკის ათვისებაში და უზრუნველყოფენ უსაფრთხო ვარჯიშს როგორც დამწყებთათვის, ისე გამოცდილი მოვარჯიშეებისთვის.

სპინინგის ჯგუფურ ვარჯიშებზე დასასწრებად დაჯავშნეთ ვიზიტი წინასწარ. გაეცანით განრიგს და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ლოკაცია და დრო.

ხშირად დასმული კითხვები

საჭიროა თუ არა გამოცდილება სპინინგის სესიებში მონაწილეობის მისაღებად?

სპინინგი არ საჭიროებს წინასწარ ფიზიკურ მომზადებას და ის განკუთვნილია ნებისმიერი დონის მოვარჯიშისთვის. დატვირთვის ინტენსივობა ინდივიდუალურად რეგულირდება. 

კვირაში რამდენჯერ არის რეკომენდებული სპინინგ ვარჯიშების შესრულება

ოპტიმალური შედეგისთვის რეკომენდებულია კვირაში 2-3 სესიაზე დასწრება.

რამდენ ხანს გრძელდება სპინინგის სესია?

სტანდარტული გაკვეთილის ხანგრძლივობა დაახლოებით 45-60 წუთია.

საჭიროა თუ არა სპეციალური აღჭურვილობა?

საკმარისია კომფორტული სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. თანამედროვე ველო-ტრენაჟორები და სხვა დამხმარე აღჭურვილობა ჩვენს დარბაზებში დაგხვდებათ.

Scroll to Top