დღეს იოგა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პრაქტიკაა, რომელიც ბოლო წლებში მრავალი ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. ალბათ, მის ამსახველ ფოტოებსა თუ ვიდეო მასალასაც ხშირად გადაჰყრიხართ სოციალურ ქსელებში. ინფორმაციის მრავალფეროვნება კი ზოგჯერ ერთმანეთისგან განსხვავებულ წარმოდგენებს გვიქმნის – ზოგს იგი, შესაძლოა, მარტივად შესასრულებელ პრაქტიკად, ზოგს კი პირიქით – ზედმეტად რთულადაც მოეჩვენოს. მაგრამ რა ხდება რეალურად, როდესაც თავად იწყებ იოგის ვარჯიშს?
👉 გაიგეთ უფრო მეტი იოგაზე
არც მარტივი და არც რთული – რაზეა დამოკიდებული?
როდესაც რაღაცას პირველად ვაკეთებთ, ის ყოველთვის რთულად გვეჩვენება. გამონაკლისი არც იოგაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ არც ვარჯიშის გამოცდილება გვაქვს და არც რაიმე სპორტით ვართ დაკავებული.
იოგის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი ასანებია – სპეციალური პოზები, რომლებიც სხეულის ბუნებრივი მოძრაობების, ანატომიისა და ფიზიოლოგიური პროცესების გათვალისწინებით შემუშავდა. ასანებს შორის სირთულის თვალსაზრისით დიდი განსხვავებაა – არსებობს მარტივი, შედარებით რთული და ძალიან რთული მოძრაობები. გარდა ამისა, ერთი და იგივე ასანა შესაძლოა სხვადასხვა ფორმით შესრულდეს, რაც მოვარჯიშის გამოცდილების მიხედვით განისაზღვრება.
👉 გაიძლიერეთ სხეული და ჯანმრთელობა პილატესის დახმარებით
იმისათვის, რომ იოგის პირველმა გაკვეთილმა მარტივად და სასიამოვნოდ ჩაიაროს, მნიშვნელოვანია ინსტრუქტორი მითითებები. სწორედ მან უნდა შეაფასოს თქვენი ფიზიკური მომზადების დონე, გაითვალისწინოს თქვენი მიზნები და მოთხოვნები და გაკვეთილიც მათ საფუძვლეზე წარმართოს. ფიტნესკლუბ „რეფორმაში“ იოგის კლასები სწორედ ამ პრინციპით იგეგმება – ის გათვლილია როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მოვარჯიშეებისთვის. ჩვენი პროფესიონალი ინსტრუქტორები ჯერ მარტივ ასანებს შეგასწავლიან, გამოცდილების შეძენასთან ერთად კი, სხეულის დატვირთვის თანდათანობით გაზრადასა და უფრო კომპლექსური პოზების შესრულებაში დაგეხმარებიან. ამგვარად, ვარჯიში ხდება გაცილებით სასიამოვნო და, რაც მთავარია, უსაფრთხო.
მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში თუ სულიერი პრაქტიკაც?
მოვარჯიშეთა დიდი ნაწილი იოგას სხეულის გასაძლიერებლად, ტონუსში მოსაყვანად და მოქნილობის გასაუმჯობესებლად იწყებენ. თუმცა პირველივე გაკვეთილის შემდეგ ცხადი ხდება, რომ ის ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური ვარჯიში. საქმე ისაა, რომ იოგაში ფიზიკური კომპონენტის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია სუნთქვითი ტექნიკებიც, რომელსაც პრანაიამა ეწოდება და რომლის მიზანიც სუნთქვის სიხშირის, სიღრმისა და რიტმის რეგულირებაა.
სუნთქვის გაცნობიერებული კონტროლი დიდ გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის გამართულად მუშაობაზე. მეორეს მხრივ, პრანაიამა გვეხმარება დავამყაროთ კავშირი სხეულსა და გონებას შორის. იოგის მნიშვნელოვანი კომპონენტია მედიტაციაც, რომლის დროსაც ყურადღების გადატანა სხეულის შეგრძნებებზე ან კონკრეტულ ობიექტზე ხდება, რაც ხელს უწყობს აზრების ნაკადის შენელებასა და სიმშვიდის მოპოვებას.
ასანების, სუნთქვითი პრაქტიკებისა და მედიტაციის ერთობლიობა, საბოლოოდ, დადებითად აისახება არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ამიტომაც ის არა მხოლოდ ფიზიკურ ვარჯიშად მიიჩნევა, არამედ ერთგვარ სულიერ პრაქტიკადაც. სწორად დაგეგმილ იოგის გაკვეთილზე, რომელიც დაფუძნებული უნდა იყოს სამივე კომპონენტზე, ამის დანახვას მარტივად შეძლებთ.
👉 გაიგეთ რას მოიცავს ჯანსაღი ცხოვრების წესი
რატომ უნდა განაგრძოთ იოგის ვარჯიში?
შეეცადეთ, რომ იოგის პირველ გაკვეთილზე საკუთარ თავს ზედმეტი მოთხოვნები არ წაუყენოთ. არაუშავს, თუ საკმარისად მოქნილი არ ხართ ან გიჭირთ ბალანსის დიდხანს შენარჩუნება. შესაძალოა, თავდაპირველად სუნთქვისა და მოძრაობის სინქრონიზაციაც გაგიჭირდეთ ან მედიტაციის დროს აზრების კონტროლი ვერ მოახერხოთ. გაითვალისწინეთ, რომ იოგა არის პრაქტიკა, რომელიც არსად არ გაჩქარებთ – ის გვეხმარება ნელ-ნელა აღმოვაჩინოთ და სრულვყოთ ჩვენი შესაძლებლობები. ეს კი პროცესია, რომელიც დროს მოითხოვს.
დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანია, დაიწყოთ, რადგან ხშირად ყველაზე რთული ნაბიჯი სწორედ პირველ გაკვეთილზე მისვლაა. დაგვერწმუნეთ, მალევე შეამჩნევთ იოგის სასიკეთო შედეგებს და თქვენი არჩევნის მართებულებაშიც მალევე დარწმუნდებით.
👉 გაიგეთ რატომ არ მუშაობს მიდგომა “ორშაბათიდან ვიწყებ“
გაეცანით „რეფორმის“ ფიტნესდარბაზების ლოკაციებს, იოგის გაკვეთილების განრიგს და დაჯავშნეთ სესია წინასწარ.