სხეულის მასის ინდექსის კალკულატორი
გამოთვალე BMI და გაიგე, არის თუ არა შენი წონა ჯანსაღ დიაპაზონში
- < 16 — მძიმე გამხდრობა
- 16 – 17 — საშუალო გამხდრობა
- 17 – 18.5 — მსუბუქი გამხდრობა
- 18.5 – 25 — ნორმა
- 25 – 30 — ჭარბი წონა
- 30 – 35 — სიმსუქნე I ხარისხის
- 35 – 40 — სიმსუქნე II ხარისხის
- > 40 — სიმსუქნე III ხარისხის
როგორ გავიგოთ, არის თუ არა ჩვენი წონა ნორმაში?
დღეს ჯანმრთელობასა და სხეულის ფორმებზე ზრუნვა სულ უფრო აქტუალური ხდება. შესაბამისად, ადამიანები მეტად ინტერესდებიან ცხოვრების ჯანსაღი წესით, ცდილობენ გააკონტროლონ წონა და ა.შ. თუმცა უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ხშირად ჩვენთვის სასურველი წონა სულაც არ ნიშნავს ჯანსაღს და რომ არ არის აუცილებელი ჩვენი სხეული დამკვიდრებული სტანდარტების შესაბამისი იყოს. მთავარია, წონა ჯანსაღი ნორმის ფარგლებში ჯდებოდეს და გავიაზროთ, რომ სიგამხდრეც ისევე ნეგატიურ გავლენას შეიძლება ახდენდეს ჯანმრთელობაზე, როგორც სიმსუქნე.
სხეულის მასის ინდექსი (BMI), რომელიც სპეციალური ფორმულით გამოითვლება, არის მაჩვენებელი იმისა, თუ რამდენად ჯდება ჩვენი წონა ნორმის ფარგლებში. ის გვეხმარება დავინახოთ, ნამდვილად გვჭირდება თუ არა წონის კლება, თუ ამის სურვილი უბრალოდ თავს მოხვეული სტანდარტებითაა განპირობებული. ამას გარდა მისი დახმარებით შეგვიძლია დავიანგარიშოთ დაახლოებით რამდენი კილოგრამის დაკლება ან მომატება გვჭირდება იმისათვის, რომ წონა ნორმის ფარგლებში ჩაჯდეს. BMI ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემია სავარჯიშო პროგრამის შედგენის დროსაც.
რას ნიშნავს სხეულის მასის ინდექსი?
სხეულის მასის ინდექსი (BMI – Body Mass Index) არის მაჩვენებელი, რომელიც გამოითვლება ადამიანის წონისა და სიმაღლის მიხედვით. მისი დახმარებით შესაძლებელია განვსაზღვროთ:
- გვაქვს თუ არა ნორმალური წონა
- ვიმყოფებით თუ არა ჭარბწონიანობის ზონაში
- გვაქვს თუ არა წონის დეფიციტი
სხეულის მასის ინდექსი გამოიყენება როგორც ექიმების, ისე ფიტნეს ინსტრუქტორებისა და კვებითი სპეციალისტების მიერ. მაგალითად, ჩვენი ფიტნესკლუბის ტრენერები სავარჯიშო პროგრამის შედგენისას, სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, აუცილებლად ეყრდნობიან ამ მაჩვენებელსაც.
როგორ გამოვთვალოთ სხეულის მასის ინდექსი?
სხეულის მასის ინდექსის გამოსათვლელი ფორმულა საკმაოდ მარტივია და ის ასე გამოიყურება:
BMI = წონა (კგ) / სიმაღლე2 (მ)
მაგალითად, თუ თქვენი წონაა 70 კგ და სიმაღლე კი – 1.75 მ სხეულის მასის ინდექსი ამგვარად გამოითვლება:
BMI = 70 / 1.75² = 22.9
BMI-ის ნორმები – როგორ დავადგინოთ რამდენია ჩვენი სხეულის ნორმალური ინდექსი?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიხედვით, BMI-ის მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
- 18.5-ზე ნაკლები – წონის დეფიციტი
- 18.5 – 24.9 – ნორმალური წონა
- 25 – 29.9 – ჭარბი წონა
- 30+ – სიმსუქნე
თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ BMI ყოველთვის არ ასახავს სხეულის რეალურ მდგომარეობას. მაგალითად, სპორტსმენებს ხშირად მაღალი ინდექსი აქვთ კუნთოვანი მასის გამო, რადგან კუნთი უფრო მეტს იწონის, ვიდრე ცხიმი. ასევე, ასაკიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. წლების მატებასთან ერთად იკლებს კუნთოვანი მასა, ასევე იცვლება მეტაბოლიზმი, ამიტომ შესაძლოა 20 და 60 წლის ადამიანს ერთი და იგივე BMI ჰქონდეს, თუმცა სხეულის შედგენილობა სრულიად განსხვავებული იყოს. სწორედ ამიტომ, გამოცდილი სპეციალისტი სხეულის მასის ინდექსის გამოთვლისას ითვალისწინებს ასაკსაც, ადამიანის აქტიურობის დონესა და სხვა ფაქტორებსაც.
სპორტდარბაზი „რეფორმა“ დაკომპლექტებულია კვალიფიციური ტრენერების გუნდით, რომელიც სავარჯიშო პროგრამის შედგენისას BMI-ს გარდა, იყენებენ სხვა მაჩვენებლებსაც. ეს კი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დატვირთვა სწორად განისაზღვროს.
რატომ არის მნიშვნელოვანი სხეულის მასის ინდექსის გამოთვლა?
BMI საშუალებას მოგცემთ შეაფასოთ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა და დროულად მიიღოთ შესაბამისი ზომები.
ინდექსის გამოთვლა დაგეხმარებათ:
- დროულად აღმოაჩინოთ ჯანმრთელობის შესაძლო რისკები – BMI-ის მაღალი ან დაბალი მაჩვენებელი შესაძლოა დაკავშირებული იყოს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემასთან, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, დიაბეტთან ან ნივთიერებათა ცვლის დარღვევებთან.
- სწორად დაგეგმოთ კვების რეჟიმი – სხეულის მასის ინდექსის მიხედვით უფრო მარტივი ხდება განსაზღვროთ, გჭირდებათ თუ არა კალორიების შემცირება, წონის მატება ან დაბალანსებული კვების გეგმის შედგენა. კვების შესახებ მეტ ინფორმაციას გაეცანით ჩვენს ბლოგში – ჯანსაღი კვება.
- განსაზღვროთ ფიზიკური აქტივობის საჭირო დონე – BMI დაგეხმარებათ მიხვდეთ, რამდენად აუცილებელია ფიზიკური დატვირთვის გაზრდა, კარდიო ვარჯიშების დამატება ან ძალისმიერი ვარჯიშების ჩართვა ყოველდღიურ რუტინაში.
- აკონტროლოთ წონის ცვლილება და პროგრესი – BMI-ის პერიოდული გადამოწმება საშუალებას გაძლევთ თვალყური ადევნოთ, როგორ იცვლება თქვენი სხეულის მდგომარეობა დროთა განმავლობაში.
- შეაფასოთ, რამდენად ეფექტიანია თქვენი ვარჯიშისა და კვების გეგმა – BMI-ის ცვლილება დაგეხმარებათ შეაფასოთ, რამდენად კარგად ეფექტიანია თქვენი მიმდინარე რეჟიმი.
იხილეთ ჩვენი Find a fitness club near you in Tbilisi და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ლოკაცია და შემოგვიერთდით.
FAQ
რა პერიოდულობით უნდა გადავამოწმოთ BMI?
თუ თქვენი წონა ძირითადად სტაბილურია, BMI-ის გადამოწმება რამდენიმე თვეში ერთხელ სრულიად საკმარისია. ხოლო თუ ვარჯიშობთ, ხშირად ცვლით კვების რეჟიმს ან წონის კორექციაზე მუშაობთ, მაჩვენებლის უფრო ხშირად კონტროლი დაგეხმარებათ პროგრესის შეფასებაში.
ნიშნავს თუ არა ნორმალური BMI ავტომატურად კარგ ჯანმრთელობას?
არა. სხეულის მასის ინდექსი მხოლოდ წონისა და სიმაღლის თანაფარდობას ითვლის და არ აჩვენებს ცხიმის, კუნთის ან წყლის რაოდენობას ორგანიზმში. ამიტომ თუ თქვენი ჯანმრთელობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება გსურთ, საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება.
მოქმედებს თუ არა გენეტიკა სხეულის მასის ინდექსზე?
გენეტიკა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე, სხეულის აგებულებასა და წონის მატება/კლების ტენდენციაზე. თუმცა სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა და ცხოვრების წესი მაინც გადამწყვეტ როლს ასრულებს
განსხვავებულია თუ არა BMI-ის მაჩვენებელი ქალებსა და კაცებში?
კლასიკური ფორმულა ორივე სქესისთვის ერთნაირია, თუმცა სხეულის შედგენილობა, ჰორმონალური ფონი და კუნთოვანი მასა შესაძლოა განსხვავდებოდეს, რის გამოც შედეგის ინტერპრეტაცია ინდივიდუალურად უნდა მოხდეს.