წესები და პირობები
რეფორმ სპორტ კლუბის “შპს ლეგიონი ს/კ: 401983591” მიერ დადგენილი წესები და პირობები, რომელთა გათვალისწინება სავალდებულოა:
- კონტრაქტის შეწყვეტის პირობები: აბონემენტის ადგილზე შეძენის შემთხვევაში, თანხის უკან დაბრუნება შეუძლებელია. მომხმარებელს უფლება აქვს გააუქმოს ვებ გვერდზე შეძენილი ხელშეკრულება ტრანზაქციის განხორციელებიდან 24 საათის განმავლობაში. თანხის უკან დასაბრუნებლად საჭიროა ქვითარი და წერილობითი განცხადება. კლუბის წევრს, შეუძლია დააფიქსიროს კონტრაქტის შეწყვეტის მოთხოვნა კლუბის მიმღებში თუ მას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია ვარჯიში, ამ შემთხვევაში მან აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ცნობა ჯანმრთელობის შესახებ და საჭირო დროით უფასოდ შეაჩეროს აბონემენტი.
- ჯანმრთელობის მდგომარეობა: კლუბის წევრი სრულ პასუხისმგებლობას იღებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მასზედ, რომ კლუბის წევრი არის ჯანმრთელი და არ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ხელს შეუშლის მის ფიზიკურ დატვირთვას.
- წესები, რეგულაციები და განრიგები: აკრძალულია არაფხიზელ მდგომარეობაში ვიზიტი, შეურაცხმყოფელი, აგრესიული და საფრთხის შემცველი ქცევა. წევრი თანახმაა დაიცვას კლუბში არსებული ყველა წესი, რეგულაცია და მიყვეს კლუბის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ განრიგს. ეს ინფორმცია კლუბის წევრმა შესაძლოა მიიღოს, როგორც კლუბში განთავსებული საინფორმაციო წერტილებიდან ასევე ზეპირსიტყვიერად. კლუბის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას საჭიროებისამებრ ცვლილებები შეიტანოს არსებულ წესებში და რეგულაციებში.
- საწევრო ბარათი : კლუბში შესვლის აუცილებლი პირობაა საწევრო ბარათის/სამაჯურის შეძენა ან კლუბში ვიზიტორად რეგისტრაცია. ბარათის მესამე პირზე გადაცემა დაუშვებელია, რაც კლუბს ავტომატურად აძლევს უფლებას დააკისროს წევრს ჯარიმა მომსახურების სრული ღირებულებით.
- აბონემენტის მესამე პირზე გადაფორმება: აბონემენტის გადაფორმება მესამე პირზე დაუშვებელია.
- აბონემენტის განახლება/გადაცვლა: წევრს შეუძლია განაახლოს ან გადაცვალოს თავისი აბონემენტი უფრო გრძელვადიან ან უფრო ძვირადღირებულ აბონემენტში. ამ შემთხვევაში წევრს მოუწევს განახლებული აბონემენტის საფასურის სხვაობის გადახდა.
- კარადები: არალეგალური, ცეცხლსაშიში, ტოქსიკური და კანონსაწინააღმდეგო ნივთების კარადაში შენახვა აკრძალულია. კლუბი უფლებამოსილია, დარბაზის დაკეტვის შემდეგ (00:00სთ) გასახდელში არსებული კარადები გახსნას და გამოიღოს ყველა დატოვებული ნივთი. დარჩენილი/დატოვებული ნივთები ინახება ფილიალის ადმინისტრაციაში 7 კალენდარული დღის განმავლობაში. კლუბის წევრი კლუბს სრულიად ათავისუფლებს ყოველგვარი პასუხისმგებლობის, საჩივრის და მოთხოვნისაგან იმ შემთხევაში თუ მოხდა კარადაში დატოვებული ნივთის დაზიანება ან მოპარვა.
- ძვირფასი ნივთები: კლუბის ადმინისტრაცია წევრებს მოუწოდებს არ მოიტანონ კლუბში ძვირფასი ნივთები, რადგან კლუბი პასუხს არ აგებს ძვირადღირებული ნივთების დაკარგვაზე, მოპარვასა ან დაზიანებაზე, მათ შორის, კარადებში ან კლუბის ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე დატოვებულ ნივთებზე.
- არასრულწლოვნები: 8 დან 16 წლამდე ბავშვებს დარბაზის, სავარჯიშო დანადგარების გამოყენება შეუძლია მხოლოდ პერსონალური მწვრთნელის თანხლებით. ინიდივიდუალურად, შესაძლოა განხილული იქნას არასრულწლოვნის ჯგუფურ ვარჯიშზე დასწრების შესაძლებლობა. 8-16 წლამდე ბავშვების რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ, მშობლის/კანონიერი მეურვის მიერ, დამატებითი დანართის გაცნობისა და ხელმოწერილი თანხმობის საფუძველზე. კლუბს აქვს უფლება შეწყვიტოს ნებისმიერი არასრულწლოვნის აბონემენტი, რომლის ქცევა არ შეესაბამება კლუბის წესებს ან სხვა წევრისთვის ქმნის დისკომფორტს.
- აბონემენტის დაპაუზება: კლუბის წევრს შეუძლია დააპაუზოს აბონემენტი შემდეგი პირობებით:
- 3 თვიანი აბონემენტი – უფასო შეჩერება 14 კალენდარული დღით.
- 6-თვიანი აბონემენტი – უფასო შეჩერება 21 კალენდარული დღით.
- 12-თვიანი აბონემენტი – უფასო შეჩერება 35 კალენდარული დღით.
- ჯგუფური ვარჯიშები: ჯგუფურ ვარჯიშზე წინასწარ ჩაწერა სავალდებულოა. ჩაწერა შესაძლებელია აპლიკაციაში Reform Georgia რეგისტრაციის გავლის შემდეგ. ჯგუფურ ვარჯიშზე დაგვიანების შემთხვევაში კლუბის წევრი არ დაიშვება ვარჯიშზე. კლუბის წევრები ვალდებულები არიან დაემორჩილონ ჯგუფური ვარჯიშების წესებს.
- ჩაცმის წესები: კლუბში სავალდებულოა მოვარჯიშეს ეცვას სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. დაუშვებელია გარე ტერიტორიაზე გამოყენებული ტანსაცმელით ან ფეხსაცმლით კლუბის ტერიტორიაზე ვარჯიში.
- კლუბში არა დასაქმებული მწვრთნელი: აკრძალულია კლუბში არა დასაქმებული მწვრთნელის მიერ კლუბის ტერიტორიაზე ადამიანების ვარჯიში.
- მარკეტინგული პასუხისმგებლობა: ამ ხელშეკრულებაზე გაცნობითა და აბონემენტის შეძენით კლუბის წევრი თანახმაა კლუბისგან ნებისმიერ დროს მიიღოს მარკეტინგული ან საინფორმაციო შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებები.
- ვიდეო მეთვალყურეობა: ხელშეკრულებაზე გაცნობითა და აბონემენტის შეძენით, წევრი ადასტურებს, რომ მან იცის და არ აქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ კლუბში უსაფრთხოების მიზნით ხორციელდება ვიდეო მეთვალყურეობა, კამერების ჩანაწერები ინახება 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- ცხოველები: კლუბის შიდა სივრცეში (სავარჯიშო დარბაზის ტერიტორიაზე) დაუშვებელია ცხოველების შემოყვანა.
- აბონემენტის გაუქმება: კლუბი იტოვებს უფლებას შეწყვოტოს ან გააუქმოს აბონემენტი ნებისმიერ დროს, თუ კლუბის წევრი დაარღვევს კლუბში არსებულ წესებს ან რეგულაციებს.
- პასუხისმგებლობა: დარბაზში არსებულ ყველა დანადგარს ზედ ეკვრის გამოყენების ინსტრუქცია. შესაბამისად, კლუბის წევრი იღებს სრულ პასუხისმგებლობას და ათავისუფლებს კლუბს ნებისმიერი პრეტენზიისგან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას სავარჯშო დანადგარების დაუდევრად/არასწორად გამოყენებისგან. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა არ დაეკისრება არც კლუბს, არც დამფუძნებელს, არც კლუბის რომელიმე თანამშრომელს.
აბონემენტის შეძენით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და თანახმაა კომპანიის წესებსა და პირობებზე. ამ დოკუმენტზე მომხმარებლის თანხმობა გავრცელდება მომხმარებლის მიერ სამომავლოდ შეძენილ სხვა აბონემენტებზე, იმ პირობით თუ კი ფიტნეს კლუბის მიერ არ იქნება შეცვლილი დოკუმენტის შინაარსი.