პილატესი

პილატესი სავარჯიშო სისტემაა, რომელიც ეფუძნება კონტროლირებად, ზუსტ მოძრაობებსა და სწორ სუნთქვას. ის მიზნად ისახავს სხეულის კუნთების თანაბრად გაძლიერებას, მოქნილობის, მობილურობისა და ბალანსის გაუმჯობესებას.

პილატესს მიმართავენ როგორც სარეაბილიტაციოდ, ისე სხვადასხვა ფიტნეს მიზნისთვის. ის, ასევე, დადებითად მოქმედებს მენტალურ ჯანმრთელობაზე და მოვარჯიშეს ეხმარება ფსიქიკური მდგომარეობს გაუმჯობესებაში.

მწვრთვნელი

WhatsApp Image 2024-05-31 at 3.57.50 PM (1)

ნანუკა ლუტიძე

ორთაჭალის ფილიალი

grn-bg

პილატესის ცხრილი

დღეები

ორშაბათი

სამშაბათი

ოთხშაბათი

ხუთშაბათი

პარასკევი

შაბათი

ორთაჭალა

21:00 - 22:00

21:00 - 22:00

21:00 - 22:00

გლდანი

20:00 - 21:00

20:00 - 21:00

20:00 - 21:00

grn-bg

პილატესის ცხრილი

ორთაჭალა

21:00 - 22:00

სამშაბათი

21:00 - 22:00

ხუთშაბათი

21:00 - 22:00

შაბათი

გლდანი

20:00 - 21:00

ორშაბათი

20:00 - 21:00

ოთხშაბათი

20:00 - 21:00

პარასკევი

grn-bg

პილატესი არის სავარჯიშო სისტემა, რომელიც ეფუძნება კონტროლირებად, ზუსტ მოძრაობებსა და სწორ სუნთქვას. მისი მთავარი მიზანია სხეულის ყველა კუნთის თანაბრად გაძლიერება, მოქნილობისა და მობილურობის გაზრდა, ასევე, ბალანსის გაუმჯობესება. 

ფიტნესკლუბი „რეფორმა“ გთავაზობთ პილატესის სესიებს, რომლებიც მორგებულია თანამედროვე ცხოვრების რიტმსა და ადამიანის რეალურ საჭიროებებზე. სწორად შემუშავებული ვარჯიშების დახმარებით თქვენ შეძლებთ სხეულის გაძლიერებასთან ერთად, გაიუმჯობესოთ ზოგადი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. 

👉 ასევე გაეცანით: იოგას კლასი

პილატესის ვარჯიშები განსაკუთრებით ორიენტირებულია ღრმა კუნთების გააქტიურებასა და განვითარებაზე. ესენია მუცლის, ზურგისა და მენჯის ირგვლივ არსებული კუნთები, რომლებიც უზრუნველყოფს სხეულის სწორ პოზიციასა და სტაბილურობას. სწორედ ამიტომ პილატეს მიმართავენ არამხოლოდ ფიტნეს მიზნებისთვის, არამედ სარეაბილიტაციოდაც. 

 👉 გაწევრიანდი კრივის კლუბში

პილატესის ვარჯიშების შესრულების დროს უდიდესი მნიშვნელობა ექცევა სუნთქვის სწორ ტექნიკას, რომელიც მოძრაობებთან სინქრონში სრულდება. სუნთქვის გაცნობიერებული კონტროლი აუმჯობესებს კუნთების მუშაობას, ამაღლებს ენერგიის დონეს და ხელს უწყობს ნერვული სისტემის დამშვიდებასა და სტრესის შემცირებას. გარდა ამისა, პილატესი ავითარებს კონცენტრაციის უნარს და მოვარჯიშეს ეხმარება სხეულსა და გონებას შორის კავშირის დამყარებაში. სწორედ ამიტომ ის იდეალური არჩევანია მათთვისაც, ვისაც ფიზიკური აქტივობის პარალელურად, სურს ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება. 

 👉 დაიმუხტე დადებითი ენერგიებით აერობიკის დარბაზში

„რეფორმაში“ პილატესის კლასს უძღვებიან გამოცდილი ინსტრუქტორები, რომლებიც ითვალისწინებენ თითოეული მოვარჯიშის ფიზიკურ შესაძლებლობებს, გამოცდილებასა და მიზნებს. ვარჯიშის პროცესში სრულდება სხვადასხვა სირთულის მოძრაობები, რომლებიც ირჩევა მოვარჯიშის გამოცდილების შესაბამისად. ასეთი ინდივიდუალური მიდგომა ამცირებს ტრავმების რისკს და უზრუნველყოფს უფრო სწრაფ და სტრაბილურ პროგრესს. 

ფიტნესკლუბ „რეფორმაში“ პილატესის სესიები სრულდება თანამედროვე დარბაზებში, სადაც შექმნილია მაქსიმალურად მშვიდი და კომფორტულ გარემო. 

სხვა ჯგუფურ ვარჯიშებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი პლატფორმა myreform.ge.

ხშირად დასმული შეკითხვები პილატესის შესახებ

შეუძლია თუ არა გამოუცდელ მოვარჯიშეს მონაწილეობა მიიღოს პილატესის სესიებში?

დიახ. პილატესი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკისა და ფიზიკური მომზადების მქონე ადამიანისთვის, მათ შორის მათთვისაც, ვისაც აქამდე ვარჯიშის გამოცდილება არ ჰქონია. ფიტნესკლუბ „რეფორმაში“ პილატესის სესიები ტარდება პროფესიონალი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, რომლებიც დამწყებებს ეტაპობრივად აცნობენ ვარჯიშის ძირითად პრინციპებს, მოძრაობებსა და სუნთქვით ტექნიკებს. ვარჯიშის სირთულე იზრდება თანდათანობით, რაც უზრუნველყოფს პროგრესს ტრავმების გარეშე.

საჭიროა თუ არა სპეციალური ინვენტარი?

პილატესის დროს ხშირად გამოიყენება დამატებითი ინვენტარი, თუმცა ყველაფერი, რაც შეიძლება ვარჯიშის დროს დაგჭირდეთ, „რეფორმის“ დარბაზებში დაგხვდებათ. თქვენ მხოლოდ კომფორტული სპორტული სამოსის ტარება მოგეთხოვებათ, რათა მოძრაობების შესრულება თავისუფლად შეძლოთ. 

კვირაში რამდენჯერ არის რეკომენდებული პილატესის ვარჯიში?

საუკეთესო შედეგის მისაღებად რეკომენდებულია ვარჯიშები კვირაში 2-3-ჯერ შესრულდეს. რეგულარულობა ხელს უწყობს კუნთების გაძლიერებას და ტონუსის შენარჩუნებას, ასევე, მოქნილობისა და ბალანსის სწრაფად გაუმჯობესებას. თუმცა პილატესი ეფექტიანია დიდი ინტერვალებით შესრულების დროსაც, თუკი მხოლოდ სხეულის მსუბუქად დატვირთვა, სტრესის შემცირება და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება გსურთ. 

რომელ ფილიალებში ტარდება პილატესის სესიები?

პილატესის ჯგუფურ ვარჯიშებზე დასწრება შეგიძლიათ „რეფორმის“ ნებისმიერ ფილიალში. იხილეთ ფიტნესდარბაზების ფლიალები თბილისში, აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ლოკაცია და დაჯავშნეთ ვიზიტი წინასწარ. 

Scroll to Top