იოგა
იოგა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური ვარჯიში. ის ჰოლისტურ მიდგომას ეფუძნება და აერთიანებს როგორც სხეულის მოძრაობებს (ასანებს), ისე სუნთქვით ტექნიკებსა (პრანაიამა) და მედიტაციას. სწორედ ამ სისტემური პრაქტიკის მეშვეობით ერთდროულად ძლიერდება სხეული, უმჯობესდება მოქნილობა და კონცენტრაციის უნარი, მცირდება შფოთვა და სტრესი. შესაბამისად, იოგა დადებითად აისახება როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
იოგის ვარჯიშების ცხრილი
დღეები
ორშაბათი
სამშაბათი
ოთხშაბათი
ხუთშაბათი
პარასკევი
გლდანი
09:00 - 10:00
09:00 - 10:00
ორთაჭალა
09:00 - 10:00
09:00 - 10:00
იოგას ვარჯიშების ცხრილი
გლდანი
09:00 - 10:00
სამშაბათი
09:00 - 10:00
პარასკევი
ორთაჭალა
09:00 - 10:00
ორშაბათი
09:00 - 10:00
ხუთშაბათი
ფიტნესკლუბი „რეფორმა“ გთავაზობთ სესიებს, რომლებშიც გაერთიანებულია იოგის ყველა კომპონენტი. შედეგად, მოვარჯიშე მისგან მაქსიმალურ სარგებელს იღებს.
იოგის ფიზიკურ კომპონენტს წარმოადგენს ასანები – სხეულის სპეციალური პოზები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში შემუშავდა ადამიანის სხეულის ბუნებრივი მოძრაობების, ანატომიისა და ფიზიოლოგიური პროცესების გათვალისწინებით. ასანების მიზანია კუნთების ტონუსში მოყვანა, ასევე, მოქნილობისა და სხეულის ბალანსის გაუმჯობესება. მათი მეშვეობით მუშავდება როგორც ზედაპირული, ისე ღრმა კუნთები, რაც უმნიშვნელოვანესია მთლიანი სხეულის გაძლიერებისა და სწორად განვითარებისთვის.
👉 იხილეთ საინტერესო ბლოგი ფიტნესის შესახებ
„რეფორმის“ ინსტრუქტორები ჯგუფური სესიების დროს ითვალისწინებენ თითოეული მოვარჯიშის ფიზიკურ შესაძლებლობებსა და გამოცდილებას. მათი ხელმძღვანელობით თითოეული ასანა სრულდება სირთულის სხვადასხვა დონით. დამწყები მოვარჯიშეებისთვის ირჩევა შედარებით მარტივი მოძრაობები, რაც გამოცდილების მატებასთან ერთად, უფრო და უფრო კომპლექსური ხდება. ასეთი მიდგომა ამცირებს ტრავმების რისკს და ვარჯიშს უსაფრთხოსა და კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის.
იოგის ვარჯიშების დროს არანაკლებ მნიშვნელოვანია სუნთქვითი ტექნიკების (პრანაიამა) სწორად შესრულება. პრანაიამა იოგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს, რისი მიზანიც სუნთქვის სიხშირის, სიღრმისა და რიტმის რეგულირებაა.
👉 პილატესი – გააძლიერე სხეული და გააუმჯობესე ბალანსი
სუნთქვის გაცნობიერებული კონტროლი დადებითად აისახება გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების მუშაობაზე, შედეგად, მცირდება სტრესი და შფოთვა, ასევე, იზრდება ენერგიის დონე. ფიზიკური სარგებლის პარალელურად, პრანაიამას პრაქტიკა მოვარჯიშეს ეხმარება სხეულსა და გონებას შორის კავშირის დამყარებას და ემოციური რეაქციების უკეთ მართვაში.
გონების დამშვიდებასა და დაძაბულობისგან გათავისულებაში მედიტაციური პრაქტიკებიც დაგეხმარებათ, რომელთა სწორად შესრულებასაც „რეფორმის“ ინსტრუქტორები გასწავლიან. მედიტაციის დროს ყურადღების მიმართვა ხდება სუნთქვაზე, სხეულის შეგრძნებებზე ან კონკრეტულ ობიექტზე, რაც ხელს უწყობს აზრების ნაკადის შენელებას. მისი რეგულარულად შესრულების დროს უმჯობესდება კონცენტრაციის უნარი, მოვარჯიშე სწავლობს უკონტროლო აზრების მართვას და ხდება ემოციურად სტაბილური.
👉კრივის დარბაზი ჩვენთან – განავითარე რეაქციისა და კოორდინაციის უნარი
„რეფორმაში“ იოგის ჯგუფური ვარჯიშები მშვიდ გარემოში ტარდება, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს მაქსიმალურად ფოკუსირდნენ საკუთარ სხეულსა და სუნთქვაზე.
ხშირად დასმული კითხვები იოგის შესახებ
შეუძლია თუ არა გამოუცდელ მოვარჯიშეს მონაწილეობა მიიღოს იოგის სესიებში?
დიახ, იოგა არ მოითხოვს ფიზიკურ მომზადებას და განკუთვნილია ნებისმიერი ასაკისა და გამოცდილების მქონე ადამიანისთვის. „რეფორმაში“ ყოველი ვარჯიში სრულდება პროფესიონალი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, რომლებიც გამოუცდელ მოვარჯიშეებს თავდაპირველად ასწავლიან მარტივ ასანებსა და სუნთქვით ტექნიკებს. გამოცდილების შეძენასთან ერთად კი ეხმარებიან სხეულის დატვირთვის თანდათანობით ზრდასა და უფრო კომპლექსური პოზების შესრულებაში. ამგვარად, ვარჯიში ხდება სრულიად უსაფრთხო და უზრუნველყოფს სხეულის სრული პოტენციალის გამოვლენას.
საჭიროა თუ არა რაიმე ინვენტარი ვარჯიშის დროს?
იოგა არ საჭიროებს სპეციალურ აღჭურვილობასა და ინვენტარს – მის შესასრულებლად საკმარისია კომფორტული სპორტული სამოსი და იოგის ხალიჩა, რომელიც „რეფორმაში“ დაგხვდებათ.
აუცილებელია თუ არა იოგის რეგულარული ვარჯიში?
მოქნილობის გასაუმჯობესებლად, კუნთების ტონუსის მოსამატებლად თუ სხვა სარგებლის სწრაფად მისაღებად, სასურველია, იოგის ვარჯიშები კვირაში 2-3-ჯერ შესრულდეს. გარდა ამისა, რეგულარულობა დაგეხმარებათ სტაბილურად შეინარჩუნოთ ან/და უფრო მოკლე დროში გააუმჯობესოთ მიღწეული შედეგი. მიუხედავად ამისა, იოგის ვარჯიშის შესრულება რეკომენდებულია უფრო დიდი ინტერვალებითაც. ასეთ შემთხვევაში ის დაგეხმარებათ გამოცოცხლებაში, ძალების მობილიზებასა და შინაგანი წონასწორობის აღდგენაში.
„რეფორმის“ რომელ ფილიალებში ტარდება იოგის ვარჯიშები?
იოგის ჯგუფურ ვარჯიშებზე დასწრებას ჩვენს ნებისმიერ ფილიალში შეძლებთ. იხილეთ „რეფორმის“ ფიტნესდარბაზები თბილისში, გაეცანით გრაფიკს და დაჯავშნეთ ვიზიტი წინასწარ.