თუ ვარჯიშს ახლა იწყებ, გაითვალისწინე რამდენიმე ფაქტორი, რომელიც შემდგომში შენი კომფორტის და მიზნისკენ სვლის წინაპირობა იქნება:
აღჭურვილობა – თანამედროვე და მრავალფეროვანი აღჭურვილობა დარბაზის შერჩევის უმთავრესი წინაპირობაა.
რეფორმაში ყველა სავარჯიშო ტექნიკა განახლებულია და მათ შორისაა ექსკლუზიური აღჭურვილობებიც, რომელიც საქართველოში მხოლოდ რეფორმის დარბაზებშია.
ტრენერები – პროფესიონალი ტრენერები აუცილებლად დაგეხმარებიან შედეგის განსაზღვრასა და მიღებაში.
რეფორმაში ყველა ტრენერი თავისი საქმის პროფესიონალია, მრავალწლიანი გამოცდილებით.
სასურველი კლასები – შენი სურვილით შეარჩიე სასურველი კლასი, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარება.
რეფორმის დარბაზებში 8 კლასიდან შეგიძლია შენთვის სასურველის არჩევა.
ლოკაცია – ყურადღება მიაქციე, რომ დარბაზი შენი სახლისგან შორს არ იყოს, რადგან, ყოველდღიურ რუტინაში მისი ჩართვა არ გექცეს პრობლემად.
რეფორმას 3 ფილიალი აქვს – ა. ვარაზის 16 ი. ვეკუას 14, გლდანი პლაზაში ბერი გაბრიელ სალოსის 3.
სამუშაო საათები – მიაქციე ყურადღება, დარბაზი მუშაობდეს შენს სამსახურამდე და სამსახურის შემდეგ.
რეფორმაში ვმუშაობთ ყოველდღე 08:00 – 00:00