ზუმბა
ზუმბა მაღალი ინტენსივობის დინამიკური ვარჯიშია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სახეობის ცეკვების მოძრაობებს და სრულდება როგორც ლათინური, ისე საერთაშორისო მუსიკის თანხლებით.
ზუმბა ზრდის ენერგიის დონეს, აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და კუნთოვან ქსოვილებს, აუმჯობესებს კოორდინაციას, ბალანს, მოქნილობასა და მობილურობას. ის, ასევე, დაგეხმარებათ წონის კორექციასა და განწყობის ამაღლებაში.
მწვრთვნელი

მარიამ ლემონჯავა
გლდანის და ორთაჭალის ფილიალი
ზუმბას კლასების ცხრილი
გლდანი
19:00 - 20:00
სამშაბათი
19:00 - 20:00
ხუთშაბათი
19:00 - 20:00
შაბათი
ორთაჭალა
20:00 - 21:00
ორშაბათი
20:00 - 21:00
ოთხშაბათი
20:00 - 21:00
პარასკევი
ზუმბას კლასების ცხრილი
დღეები
ორშაბათი
სამშაბათი
ოთხშაბათი
ხუთშაბათი
პარასკევი
შაბათი
გლდანი
19:00 - 20:00
19:00 - 20:00
19:00 - 20:00
ორთაჭალა
20:00 - 21:00
20:00 - 21:00
20:00 - 21:00
ზუმბა ძირითადად ეფუძნება ისეთ ლათინოამერიკული ცეკვების ელემენტებს, როგორებიცაა სალსა, მერენგე, კუმბია და რეგეტონი. სესიები სრულდება აღნიშნული ცეკვებისთვის შესაფერისი მუსიკის თანხლებით, თუმცა თანამედროვე ზუმბაში ხშირად გამოიყენება პოპის, ჰიპ-ჰოპისა თუ სხვა მიმდინარეობის მუსიკაც. ეს კი ვარჯიშს კიდევ უფრო დინამიკურსა და მრავალფეროვანს ხდის. მუსიკის ჟანრი, ტემპი და რიტმი განსაზღვრავს დატვირთვის ინტენსივობას და მოძრაობების ხასიათს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ზუმბასთან ერთად “რეფორმაში” ხელმისაწვდომია იოგას კლასიც, რომელიც ერთდროულად იზრუნებს თქვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
რა სარგებელი მოაქვს ზუმბას?
ზუმბას რეგულარული ვარჯიში ზრდის ფიზიკურ გამძლეობას, რადგან სესიის განმავლობაში სხეული მუშაობს უწყვეტ რეჟიმში. რიტმული კარდიო დატვირთვა აჩქარებს გულისცემას და ავარჯიშებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, რის შედეგადაც სხეული უკეთ იტანს ხანგრძლივ ფიზიკურ აქტივობას. დროთა განმავლობაში იზრდება ენერგიის მარაგიც.
ამას გარდა, ინტენსიური კარდიო დატვირთვა ზრდის ენერგიის ხარჯვას და ასტიმულირებს მეტაბოლურ პროცესებს. ვარჯიშის დროს ორგანიზმი აქტიურად წვავს კალორიებს, ხოლო რეგულარული სესიები ხელს უწყობს მეტაბოლიზმის უფრო ეფექტიან მუშაობას როგორც ვარჯიშის მიმდინარეობისას, ისე მის შემდეგაც. შედეგად, მარტივდება წონის კონტროლი.
👉 პილატესი – თქვენი ჯანმრთელი სხეულისთვის
ზუმბას ქორეოგრაფიული მოძრაობები მოითხოვს ხელებისა და ფეხების ერთდროულ, სინქრონულ მუშაობას, რაც ავითარებს ნერვულ-კუნთოვან კავშირს. რეგულარული პრაქტიკა ზრდის მოძრაობების სიზუსტეს, აუმჯობესებს ბალანსს და სივრცეში ორიენტაციის უნარს. დროთა განმავლობაში მოძრაობა ხდება უფრო თავისუფალი.
ამ ტიპის ვარჯიშები მკვეთრად ამაღლებს განწყობას. ენერგიული მუსიკა და აქტიური მოძრაობები ხელს უწყობს ენდორფინების – ე.წ. „ბედნიერების ჰორმონების“ გამოყოფას. შედეგად, მცირდება სტრესი და დაძაბულობა. ენერგიული და პოზიტიური განწყობა ვარჯიშის დასრულების შემდეგაც დიდხანს ნარჩუნდება.
ფიტნესკლუბ „რეფორმაში“ ზუმბას გაკვეთილები განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, ისე გამოცდილი მოვარჯიშეებისთვის. ჩვენი პროფესიონალი ინსტრუქტორები ითვალისწინებენ თითოეული მონაწილის ფიზიკურ შესაძლებლობებსა და მომზადების დონეს. რაც მთავარია, მოძრაობები დეტალურად იხსნება, რაც დაგეხმარებათ მის სწორად შესრულებასა და ტრავმების თავიდან აცილებაში. სესიები ტარდება კომფორტულ გარემოში, ენერგიული მუსიკის ფონზე, რაც ვარჯიშს განსაკუთრებულად სახალისოს და სასიამოვნოს ხდის.
ხშირად დასმული კითხვები ზუმბას შესახებ
შეუძლია თუ არა დამწყებ მოვარჯიშეს ზუმბას სესიაში მონაწილეობა?
დიახ. ზუმბა განკუთვნილია ნებისმიერი ასაკისა და გამოცდილების მქონე ადამიანისთვის. სესიების დროს ინსტრუქტორები თითოეულ მოძრაობას დეტალურად ხსნიან და გამოუცდელ მონაწილეებს სთავაზობენ ალტერნატიულ, უფრო მარტივ ვერსიებს. ასეთი ინდივიდუალურ მიდგომაზე დაფუძნებული გარემო უზრუნველყოფს უსაფრთხო ვარჯიშს, ამცირებს ტრავმის რისკს და ქმნის კომფორტულ სივრცეს პროგრესისთვის.
კვირაში რამდენჯერ არის რეკომენდებული ზუმბას ვარჯიშების შესრულება?
საუკეთესო შედეგისთვის რეკომენდებულია კვირაში 2-3 სესია. რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერებას, მეტაბოლიზმის გააქტიურებასა და ცხიმის ეფექტიან წვას. მათთვის კი, ვისაც მხოლოდ განწყობისა და ენერგიის დონის ამაღლება ან ვარჯიშის პროცესის გადახალისება სურს, რეკომენდებულია ზუმბას სესიებზე დასწრება უფრო დიდი ინტერვალებითაც.
საჭიროა თუ არა სპეციალური ინვენტარი?
ზუმბას ვარჯიშისთვის სპეციალური აღჭურვილობა საჭირო არ არის. საკმარისია კომფორტული, მსუბუქი სპორტული სამოსი და ფეხსაცმელი. დინამიკური მოძრაობების გამო, მუხლებისა და ტერფების დასაცავად, ფეხსაცმლის სწორად შერჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დამატებითი ინვენტარი ან აქსესუარები დარბაზშივე დაგხვდებათ.
კვირაში რამდენჯერ ტარდება ზუმბას გაკვეთილები „რეფორმაში“?
ჩვენთან სესიები კვირაში 3-ჯერ ტარდება.
რამდენ ხანს გრძელდება თითოეული სესია?
გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1 საათი.
„რეფორმის“ რომელ ფილიალებში ტარდება ზუმბას კლასები?
ზუმბას ჯგუფური ვარჯიშები ტარდება „რეფორმის“ გლდანის, ორთაჭალისა და კიკვიძის ობიექტებში. იხილეთ ფილიალები თბილისში, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ლოკაცია და დაჯავშნეთ ვიზიტი წინასწარ.