ალბათ, უამრავი ფიტნეს მითი გაგიგია, რომელთაგან ზოგი მარტივად ამოსაცნობია, თუმცა, ზოგი ისე იკიდებს ფეხს საზოგადოებაში, რომ რთულია სიმართლისგან განასხვაო. ერთ-ერთი ასეთია, რომ შესაძლებელია, ცხიმოვანი უჯრედების გაქრობა სხეულის კონკრეტული უბნებიდან, წერტილოვანი ვარჯიშის გზით.
თუმცა, სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ კონკრეტული უბნების შემცირება ეფექტური არ არის. ცხიმის დაკარგვა უნდა მოხდეს ერთიანად მთელ სხეულში. მიუხედავად იმისა, რომ მიზანმიმართულ ვარჯიშებს შეუძლია გააძლიეროს კუნთი კონკრეტულ უბნებში, პირდაპირ გავლენას არ ახდენს ამ კუნთების ზემოთ ცხიმოვან ფენებზე. ცხიმის გაქრობა, პირველ რიგში, დამოკიდებულია კალორიების დეფიციტის შექმნით, ნაკლები კალორიების მოხმარებით ან ზოგადი ფიზიკური აქტივობის გაზრდით.
ა. ვარაზის 16
ი. ვეკუას 14, გლდანი პლაზაში
ბერი გაბრიელ სალოსის 3