აერობიკა

აერობიკა ვარჯიშის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორმაა, რომელიც აერთიანებს როგორც აერობულ, ისე ძალოსნურ და მოქნილობის გასავითარებელ ვარჯიშებს. ის გამოირჩევა დინამიკურობით და სრულდება მუსიკის თანხლებით, რაც პროცესს კიდევ უფრო სახალისოსა და სასიამოვნოს ხდის.

აერობიკის დროს ვარჯიშდება სხეულის თითქმის ყველა კუნთი, რაც უზრუნველყოფს ტონუსის ამაღლებასა და ორგანიზმის გამძლეობის გაზრდას. ის, ასევე, დადებით გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და მნიშვნელოვან როლს ასრულებს წონის კორექციის პროცესში.

აერობიკის მწვრთვნელები

გლდანი - ტრენერის ფოტოები

ნინო ჭიაბერიშვილი

გლდანის ფილიალი

WhatsApp Image 2024-05-31 at 3.57.51 PM (3)

მარიამ პეტროსიანი

ნუცუბიძის და ორთაჭალის ფილიალი

WhatsApp Image 2024-05-31 at 3.57.46 PM

ელენე კუტალაძე

ორთაჭალის ფილიალი

ორთაჭალა - ტრენერის ფოტოები

ნანუკა ლუტიძე

ორთაჭალის ფილიალი

grn-bg

ცხრილი

გლდანი

19:00 - 20:00

21:00 - 22:00

ორშაბათი

20:00 - 21:00

21:00 - 22:00

სამშაბათი

19:00 - 20:00

21:00 - 22:00

ოთხშაბათი

20:00 - 21:00

21:00 - 22:00

ხუთშაბათი

19:00 - 20:00

21:00 - 22:00

პარასკევი

ორთაჭალა

11:00 - 12:00

19:00 - 20:00

21:00 - 22:00

ორშაბათი

20:00 - 21:00

სამშაბათი

11:00 - 12:00

19:00 - 20:00

21:00 - 22:00

ოთხშაბათი

20:00 - 21:00

ხუთშაბათი

11:00 - 12:00

19:00 - 20:00

21:00 - 22:00

პარასკევი

ნუცუბიძე

19:00 - 20:00

21:00 - 22:00

ორშაბათი

20:00 - 21:00

21:00 - 22:00

სამშაბათი

19:00 - 20:00

21:00 - 22:00

ოთხშაბათი

20:00 - 21:00

21:00 - 22:00

ხუთშაბათი

19:00 - 20:00

21:00 - 22:00

პარასკევი

grn-bg

ცხრილი

დღეები

ორშაბათი

სამშაბათი

ოთხშაბათი

ხუთშაბათი

პარასკევი

გლდანი

19:00 - 20:00

21:00 - 22:00

20:00 - 21:00

21:00 - 22:00

19:00 - 20:00

21:00 - 22:00

20:00 - 21:00

21:00 - 22:00

19:00 - 20:00

21:00 - 22:00

ორთაჭალა

11:00 - 12:00

19:00 - 20:00

21:00 - 22:00

20:00 - 21:00

11:00 - 12:00

19:00 - 20:00

21:00 - 22:00

20:00 - 21:00

11:00 - 12:00

19:00 - 20:00

21:00 - 22:00

ნუცუბიძე

19:00 - 20:00

21:00 - 22:00

20:00 - 21:00

21:00 - 22:00

19:00 - 20:00

21:00 - 22:00

20:00 - 21:00

21:00 - 22:00

19:00 - 20:00

21:00 - 22:00

grn-bg

აერობიკის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მუსიკაა. ერთი მხრივ, ის ქმნის ენერგიულ და დინამიკურ ატმოსფეროს, მეორე მხრივ კი, განსაზღვრავს ვარჯიშის რიტმს და მას ერთგვარ სტრუქტურას აძლევს. მუსიკა ასევე მონაწილეებს ეხმარება ქორეოგრაფიული ელემენტების დამახსოვრებაში. მის ფონზე კარდიო დატვირთვა ნაკლებად დამღლელად აღიქმება, რადგან ტვინი კონცენტრირდება მელოდიასა და მოძრაობების სინქრონიზაციაზე. როგორც წესი, სესიის ბოლოს მუსიკა შედარებით მშვიდია, რაც ორგანიზმს ეტაპობრივად აბრუნებს ნორმალურ მდგომარეობაში. სწორედ ამიტომ, მუსიკისა და აერობიკის კომბინაცია განაპირობებს არამხოლოდ ეფექტიან ვარჯიშს, არამედ ქმნის პოზიტიურ ემოციურ გამოცდილებასაც. 

რა სარგებელი მოაქვს აერობიკას?

  • გამძლეობისა და კარდიო-რესპირატორული ფუნქციის გაუმჯობესება – აერობიკის რეგულარული ვარჯიში აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული სისტემების მუშაობას. დინამიკური, რიტმული მოძრაობების დროს გული უფრო ეფექტიანად ტუმბავს სისხლს, ფილტვები კი ორგანიზმს მეტ ჟანგბადს აწვდის. გაუმჯობესებული კარდიორესპირატორული ფუნქცია ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ აღდგენას, ამცირებს გადაღლილობის შეგრძნებას და, ზოგადად, მნიშვნელოვნად ზრდის ფიზიკურ გამძლეობას. 
  • კოორდინაციისა და სხეულის ბალანსის განვითარება – აერობიკის ვარჯიშები მოიცავს რიტმულ, თანმიმდევრულ ქორეოგრაფიულ მოძრაობებს, რომლებიც ერთდროულად ამუშავებს ხელებს, ფეხებსა და სხეულის ცენტრალურ ნაწილს. ასეთი მრავალმხრივი დატვირთვა ავითარებს ნერვულ-კუნთოვან კავშირს, რაც აუმჯობესებს მოძრაობების სიზუსტესა და სინქრონულობას.

👉 პილატესის გაკვეთილები

  • კალორიების წვა და წონის კონტროლი – ინტენსიური, რიტმული მოძრაობები აჩქარებს მეტაბოლიზმს და ზრდის ენერგიის ხარჯვას როგორც ვარჯიშის დროს, ისე მის შემდეგ. რეგულარული სესიები ხელს უწყობს ცხიმოვანი მასის შემცირებას და სხეულის ფორმების გამოკვეთას. სწორი კვების რეჟიმთან კომბინაციაში, აერობიკა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან კარდიო ვარჯიშს სხეულის წონის სამართავად. 

💪 კალორიების ცხრილი იხილეთ აქ

  • თუ აქტიურ და დინამიკურ ვარჯიშს ეძებს, მაშინ აერობიკა თქვენთვისაა. ფიტნესკლუბი „რეფორმა“ გთავაზობთ სესიებს, რომლებიც განკუთვნილია როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მოვარჯიშეებისთვის. ჩვენი პროგრამები მოიცავს მრავალფეროვან ვარჯიშებს, რომლებიც აძლიერებს როგორც ზედაპირულ, ისე ღრმა კუნთებს და ამავდროულად ზრდის ენერგიის დონეს. თითოეული სესია ტარდება პროფესიონალი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, რომლებიც ითვალისწინებენ მონაწილეთა ფიზიკურ შესაძლებლობებს. ვარჯიშები სრულდება სირთულის სხვადასხვა დონით, რაც ამცირებს ტრავმის რისკს და უზრუნველყოფს სტაბილურ პროგრესს. 

აერობიკისა და სხვა სესიების დეტალური გრაფიკისთვის ეწვიეთ ჯგუფური ვარჯიშების გვერდს და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი დრო და ფილიალი.

FAQ

შეუძლია თუ არა დამწყებ მოვარჯიშეს აერობიკის სესიაში მონაწილეობა?

დიახ. აერობიკა არ მოითხოვს წინასწარ ფიზიკურ მომზადებას და განკუთვნილია როგორც დამწყები, ისე გამოცდილ მოვარჯიშისთვის. სესიების დროს ინსტრუქტორები თითოეულ მოძრაობას დეტალურად ხსნიან და გამოუცდელ მონაწილეებს სთავაზობენ მათ ალტერნატიულ, უფრო მარტივ ვერსიებს. ასეთი ინდივიდუალურ მიდგომაზე დაფუძნებული გარემო უზრუნველყოფს უსაფრთხო ვარჯიშს, ამცირებს ტრავმის რისკს და ქმნის კომფორტულ სივრცეს პროგრესისთვის. 

კვირაში რამდენჯერ არის რეკომენდებული აერობიკის ვარჯიშების შესრულება?

საუკეთესო შედეგისთვის რეკომენდებულია კვირაში 2-3 სესია. ვარჯიშების ამ სიხშირით შესრულებისას ორგანიზმი უფრო მარტივად ადაპტირდება ფიზიკურ დატვირთვაზე, სწრაფად უმჯობესდება გულ-სისხლძარღვთა ფუნქცია და აქტიურდება ცხიმის წვის პროცესი. მათთვის კი, ვისაც პერიოდულად განწყობისა და ენერგიის დონის ამაღლება ან ვარჯიშის პროცესის გადახალისება სურს, რეკომენდებულია აერობიკის სესიებზე დასწრება უფრო დიდი ინტრვალებითაც.

საჭიროა თუ არა სპეციალური ინვენტარი?

როგორც წესი, აერობიკის ვარჯიშისთვის სპეციალური აღჭურვილობა აუცილებელი არ არის. საკმარისია კომფორტული, მსუბუქი სპორტული სამოსი და ხარისხიანი სპორტული ფეხსაცმელი. აერობიკა მოიცავს ხტომებსა და მოძრაობების სწრაფ მონაცვლეობას, ამიტომ მუხლებსა და ტერფებზე დატვირთვის შესამცირებლად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფეხსაცმლის სწორად შერჩევა. 

დამატებითი ინვენტარი – როგორიცაა აერობიკის სტეპები, მცირე ჰანტელები ან სხვა აქსესუარები დარბაზშივე დაგხვდებათ.

კვირაში რამდენჯერ ტარდება აერობიკის გაკვეთილი „რეფორმაში“?

აერობიკის გაკვეთილები ჩვენთან კვირაში 5-6-ჯერ ტარდება.

რამდენ ხანს გრძელდება თითოეული სესია?

გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1 საათი.

„რეფორმის“ რომელ ფილიალებში ტარდება აერობიკის კლასები?

აერობიკის ჯგუფური ვარჯიშები ტრადება ჩვენს ყველა ობიექტში. იხილეთ „რეფორმის“ ფიტნეს დარბაზები თბილისში და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ლოკაცია.

Scroll to Top